ჭკვიანი და კონკურენტული სოფელი


‘ჭკვიანი და კონკურენტული’ სოფლის შექმნა, მოიაზარებს ისეთი სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას, რომელიც ერთი მხრივ კონკურენტუნარიანს გახდის სოფლის სხვადასხვა სფეროს და მეორე მხრივ, სოფელს შეურანრჩუნებს არსებულ ბუნებრივ რესურსს და სოციალურ ერთობას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოფლისთვის, არამედ მთლიანი ეკონომიკის და საზოგადოების ფართო წრეებისთვის სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციისთვის (FAO, 2016).
 
‘ჭკვიანი და კონკურენტული სოფელი’ ევროპის სოფლის განვითარების ქსელის (ENRD), 2014-2020 პროგრამის ერთ-ერთი თემატური მიმართულებაა  და დაკავშირებულია ევროპის სოფლის განვითარების პოლიტიკის შემდეგ პრიორიტეტებთან:
 
  1. სოფლის და ტყის მეურნოებაში ცოდნისა და ინოვაციის მხარდაჭერა
  2. რეგიონებში, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით, ფერმერების შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე, ფერმერულ საქმიანობაში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტყის მართვის მდგრადი მიდგომების ხელშეწყობა
  3. კების პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვში მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა

‘ჭკვიანი და კონკურენტული სოფლის’ თემატური ჯგუფი განსაკუთრებულ აქცენს შემდეგ ქვე-თემებზე აკეთებს:
 
  1. საკვები და სასმელი პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვი, აღნიშნული თემის ფარგლებში, გამოკვეთილია შემდეგი საკითხები:
  • სოფლად, ღირებულებათა ჯაჭვში დამატებითი ღირებულების შექმნა
  • სოფლად შექმნილი დამატებითი ღირებულების შენარჩუნება
  • სოფლის ბაზრების გაფართოება და სოფლად, ტურისტული მიმართულებების განვითარება
  • სასურსათო პროდუქიის პოლიტიკა და არასასოფლო ბაზრებთან წვდომა
  • “ჭკვიანი” სპეციალიზაციის მიდგომების დანერგვა
 
საკვები და სასმელი პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
 
EIP-AGRI ფოკუს-ჯგუფი ღირებულებათა ჯაჭვის ინოვაციურ მენეჯმენტზე
სოფლის მეურნეობის პროდუქციის სპეციალიზაცია

 
ბიზნესი სოფლად, ქვე-თემატური ჯგუფი,  მეწარმეობის განვითარების მიდგომებს განიხილავს, სოფლად ბიზნესების ახალი ფორმების ხელშეწყობას და ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას ემსახურება. სამუშაო ჯგუფი ევროპაში ბიზნესის განვითარების ახალ ტენდენციებს და შესაძლებლობებს შეისწავლის.
 
დამატებითი ინფორმაციისთვუს ეწვიეთ ბმულს და იხილეთ პროექტის ბროშურა



ჭკვიანი სოფლები - თემატური ჯგუფი განიხილავდ სოფლად არსებული სერვისების გაუმჯობესების შესაძლებლობებს, ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური ინოვაციიების კრეატიული მიდგომებით.
 
ჭკვიანი სოფლის ძირითადი ღირებულებები:
 
  1. პასუხობს დეპოპულარიზაციას და დემოგრაფიულ ცვლილებებს
  2. საჯარო ფონდების შემცირებისა და  ცენტრალიზებული საზოგადოებრივი სერვისების პრობლემების გადაჭრის გზების აღმოჩენა
  3. პატარა სოფლებსა და ქალაქებს შორის კავშირების გაუმჯობესება
  4. ცირკულარული და გარემოზე დაბალი უარყოფითი ზემოქმედების მქონდე ეკონომიკის (Low-carbon economy) განვითარების პროცესში, სოფლის როლის ზრდა
  5. ციფრული ტრანსოფრმაციის ხელშეწყობა სოფლად
 
ჭკვიანი სოფლებისინიციატივასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს, გაეცანით პროექტის ბროშურას და იხილეთ მოკლე ვიდეო
 
 
 
ინფორმაციის წყარო: ევროპის სოფლის განვითარების ქსელი (ENRD), ქსელის შესახებ იხილეთ მოკლე ვიდეო