ჩვენ შესახებ
GRDN არის სოფლის განვითარების ქსელი ინფორმაციის მიწოდებისა და გაცვლისათვის ფერმერების, სოფლის მეურნეობის საკითხების მრჩეველების, სოფლის თემებისა და ყველა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის. საიტი იძლევა წვდომას უახლეს ინფორმაციებზე, საინტერესო შემთხვევებსა და გამოცდილებებზე, სემინარებსა და კონფერენციებზე და ასევე საჭირო მასალებზე, კვლევებსა და ანგარიშებზე. ქსელის მიზანია უზრუნველყოს 2014-2020 საქართველოს სოფლის განვითარების პროგრამის სასარგებლო შედეგების მაქსიმალიზაცია დაინტერესებული მხარეებისათვის. GRDN ემსახურება ადგილობრივი სწავლისა და პრაქტიკის გაზიარებას, რჩევების მიღებას, დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირებას, ინოვაციების მხარდაჭერას, ევროკავშირთან და სხვა შესაბამის ქსელებთან თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე.