ორშაბათ, 18 იანვარი 2021

როგორ ვუზრუნველყოთ დამწყები ბიზნესის წარმატება?

ღონიძიება: 30 წუთიანი შეხვედრები და ვირტუალური ვიზიტები სოფლად არსებულ ინოვაციებზე
დრო: ყოველკვირეული, იანვარი-მარტი 2021
ორგანიზატორი: RUBIZMO
 
RUBIZMO ევროპული ინიციატივაა, რომელიც სოფლად მეწარემობის განვითარების განმაპირობებელ ფაქტორებს და წარმატებული ბიზნესის მოდელებს შეისწავლის. 
 
RUBIZMO-ს ექსპერტებმა შეისწავლეს ასობით ბიზნეს-მოდელი და მათი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები. დაგეგმილი ყოველკვირეული შეხვედრები და ვირტუალური ტურები,  ადგილობრივი მმართველობების, ბიზნეს-სექტორის და მეწარმეებისთვის მიღებული გამოცდილების  გაზიარებას ემსახურება.
 
ღონისძიებების სერია, რომელიც მოიცავს ვირტუალურ შეხვედრებს და ვიზიტებს ჩატარდება ყოველ სამშაბათს, ცენტრალური ევროპის დროით 11:00- 11:30 სთ-ზე (საქართველოს დროით 14:00-14:30 სთ)  და გაგრძელდება 2021 წლის მარტის ჩათვლით.
 
იანვარში დაგეგმილ შეხვედრებს წარუძღვებიან მოწინავე ექსპერტები დანიიდან და გერმანიიდან:
  • 07/01 - 14:00 - 14:30.  მცირე ბიზნესის დაფინასება საგრანტო და საინვესტიციო შესაძლებლობებით
  • 12/01 - 11:00 – 11:30, ინტელექტუალური საკუთრების უფლება და მისი მნიშვნელობა ბიზნესისთვის
  • 19/01 – 11:00-11:30, რეალისტური ბიზნეს-მოდელების შექმნა  - როგორც ვუპასუხოთ არსებულ საჭიროებებს 
  • 26/01 – 11:00-11:45, ვირტულური ვიზიტი, საუნივერისტეტო ლაბორატორიების, ბიზნესის და ფერმერების ურთიერთთანამშრომლობა გერმანიის ბონის უნივერსიტეტში.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს, ან დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი RUBIZMO.EU , ასევე ადევნეთ თვალი სიახლეებს Twitter-ის და LinkedIn-ის სოციალური ქსელების მეშვეობით.