ოთხშაბათი, 18 იანვარი 2023

ახალი პუბლიკაცია. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა: 2023-27 - 28 სტრატეგიული გეგმის მიმოხილვა

ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის სტრატეგიული გეგმები ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერვენციების განხორციელებას  ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი ტერიტორიების კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გეგმები, რომლებიც ეფუძნება ახალ - შედეგსა და განხორიცელებაზე ორიენტირებულ მიდგომას, მიზნად ისახავს ხელშესახები შედეგების მიღწევას ევროკავშირის დონეზე სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად და აგრეთვე, ევროპული მწვანე შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას.
 
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის სტრატეგიული გეგმები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის გარდაქმნას ინოვაციურ, მდგრად, კონკურენტულ, მედეგ და დივერსიფიცირებულ სექტორად და პარალელურად სურსათის ხანგრძლივვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გეგმები ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებების პრევენციისა და მისი შედეგების აღმოფხვრის ზომებს, ბუნებრივი რესურსების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, აგრეთვე სოფლების სოციო-ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

ეროვნული სტრატეგიული გეგმების განხილვის შედეგად, ევროკომისიამ წარმოადგინა იმ საქმიანობების მოკლე მიმოხილვა, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახორციელებენ, ევროკავშირის საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ფარგლებში, კონკრეტული ამოცანების შესრულების მიზნით. იხილეთ სრულად