2022 წლის 31 აგვისტოს კომისიამ დაასრულა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის სტრატეგიული გეგმების დამტკიცების პროცედურა მიიღო რა განხორციელების შესახებ წევრ-ქვეყნებზე დაფუძნებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. სტრატეგიული გეგმები განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის ახალი საერთო პოლიტიკის განხორციელებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 2023 წლის დასაწყისიდან.
ევროკომისიის მიერ 28 სტრატეგიული გეგმის (ერთი ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნისა და ორიც - ბელგიისთვის) დამტკიცებით აღინიშნება სოფლის მეურნეობის ახალი საერთო პოლიტიკის განხორციელების პროცესის დაწყება, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან არის დაგეგმილი. თითოეული გეგმა შედგება მიზნობრივი ინტერვენციების ფართო სპექტრისგან, რომლებიც ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის საჭიროებებზეა მორგებული და განსაზღვრავს ხელშესახებ შედეგებს ევროკავშირის დონეზე დასახული ამოცანების მისაღწევად. გეგმების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ამბიციური მწვანე შეთანხმების განხორციელებას.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე ძირითად პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის სტრატეგიული გეგმების გადახედვისკენ მოუწოდა, რათა მიღებულ იქნეს ზომები სექტორის გასაძლიერებლად, განახლებადი ენერგიის წარმოების მასშტაბის გასაზრდელად და სინთეტურ სასუქებზე დამოკიდებულების შესასუსტებლად წარმოების უფრო მდგრადი მეთოდების დანერგვის მეშვეობით
სურსათის უვნებლობისა და
სასუქების შესახებ კომუნიკაციების შესაბამისად. ახალ გამოწვევებსა და ცვალებად კონტექსტზე რეაგირების მიზნით განხორციელდება სტრატეგიული გეგმების მონიტორინგი და მათში ცვლილებების შეტანა განხორციელების პერიოდში გამოკვეთილ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით.
ევროკავშირის დაფინანსება, რომლის მოცულობა 264 მილიარდ ევროს შეადგენს დაეხმარება ევორკავშირის ქვეყნების ფერმერებს განავითარონ სოფლის მეურნეობის მდგრადი და მედეგი სექტორი და წვლილს შეიტანს სოფლების სიცოცხლისუნარიანობისა და მრავალფერონვების შენარჩუნებაში. 2023-2027 წლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 307 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც ასევე მოიცავს წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ გაღებულ თანადაფინანსებას, მთლიანად მოხმარდება ფერმერებისა და სასოფლო თემების საჭიროებებს. სხვა ისეთი პროგრამებისთვის, როგორიცაა, მაგალითად,
POSEI - პროგრამა პერიფერიული რეგიონებისთვის,
ევროკავშირის სასკოლო პროგრამა, ფერმერული პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამა, რომლებსაც ეხება სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა, თუმცა არა სტრატეგიული გეგმები, ასევე მიიღებენ ევროკავშირისგან გამოყოფილ დაფინანსებას 6 მილიარდი ევროს ოდენობით.
ყველა ეროვნული სტრატეგიული გეგმის ძირითადი ამოცანაა ფერმერული მეურნეობების სიცოცხლისუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის სექტორის მედეგობის მხარდაჭერა. ევროკავშირის 25 წევრ სახელმწიფოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობები უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ გადანაწილებითი ფულადი დახმარების წყალობით, რომელთა წილი მთლიანი პირდაპირი გადახდების 10.6%-ს შეადგენს, ხოლო წლიურად - 4 მილიარდ ევროს, რაც 2.5-ჯერ აღემატება მოქმედი პოლიტიკით (2014-2020) მხოლოდ ათი წევრი ქვეყნისთვის გათვალისწინებულ ოდენობას. პროტეინის შემცველი/პარკოსანი კულტურებისთვის გამოყოფილი დახმარება 2022 წელთან შედარებით 25%-ით გაიზრდება, რაც შეამცირებს ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერების დამოკიდებულებას იმპორტსა და სასუქების ზოგიერთ სახეობაზე.
უფრო მწვანე საერთო პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის ახალი საერთო პოლიტიკა უპრეცედენტოდ ამბიციურია გარემოსდაცვისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის სტრატეგიული გეგმების მიხედვით, დაახლოებით 98 მილიარდი ევრო, რაც პოლიტიკის მთლიანი დაფინანსების 32%-ს შეადგენს (ევროკავშირისა და ეროვნული თანადაფინანსების), დაიხარჯება კლიმატის ცვლილების, წყლის, ნიადაგის, ჰაერის, ბიომრავალფეროვნების ხარისხის გაუმჯობესებისა და ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე. 2027 წლისთვის 2018 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდება ორგანული წარმოებისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა, რაც წევრი ქვეყნების ამბიციური გეგმების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამ გეგმის მიხედვით, 2030 წელს ორგანული პროდუქციის წარმოების არეალი 5-დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს. დაგეგმილი ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წარმოებაში ფერმერულ მეურნეობებში დამატებით 1.556 mw-ს შემატებს ევროკავშირის ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას.
უფრო სოციალური საერთო პოლიტიკა
თითოეულ დამტკიცებულ გეგმაში განსაკუთრებულად არის გაზგასმული ახალგაზრდა ფერმერებისთვის კონკრეტული დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან მნიშვნელოვნად გაზარდონ პირდაპირი გადახდები, რომელიც ამჟამად 3%-ს შეადგენს, თაობების განახლებისთვის. მთლიანობაში საჯარო დაფინანსებიდან 8.5 მილიარდი ევრო მოხმარდება ახალგაზრდა ფერმერების დახმარებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ინვესტირება და მისი შენარჩუნება საწყის პერიოდში. 2023-2027 წლებში მოსალოდენლია, რომ 377 000 ახალგაზრდა ფერმერი სრული დატვირთვით აამუშავებს ფერმებს. ადგილობრივი განვითარებისთვის ფინანსური რესურსი ასევე გათვალისწინებულია სოფლის განვითარების ევროპულ ფონდშიც (EAFRD), რომლის 7.7% (5 მილიარდი ევრო) მოხმარდება
LEADER მიდგომის დანერგვით ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას. ამოქმედების შემდეგ სტრატეგიები განხორციელდება ევროკავშირის სასოფლო დასახლებების 65%-ში. პირველად სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების განმავლობაში, ფულადი დახმარება დაუკავშირდება ევროკავშირის გარკვეულ სოციალურ და შრომით სტანდარტებსა და ბენეფიციარების წახალისებას ფერმერულ მეურნეობებში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.
გეგმები მხარს დაუჭერს ინვესტიციების განხორციელებას, რათა სასოფლო დასახლებები გახდნენ უფრო მიმზიდველი ცხოვრებისა და მუშაობისთვის. ინვესტიციები ასევე მოხმარდება სულ მცირე 400.000 სამუშაო ადგილის
შექმნას. გარდა ამისა, გეგმები ითვალისწინებს ინვესტირებას ციფრულ ტექნოლოგიებსა სერვისებში რესურსების ხარჯთეფექტური გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით. სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კიდევ ერთი კომპონენტი კონსულტაციებს, გადამზადებასა და ცოდნის გაზიარებას ეხება, რომლითაც 6 მილიონზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. ბენეფიციარებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ინოვაციურ პროექტებში, რომლებიც პროგრამის
“ევროპული პარტნიორობა ინოვაციებისთვის“ მიერ განხორციელდება და რომლებიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საქმიანობის წახალისებას სოციალური და სოფლის განვითარების ასპექტების გათვალისწინებით.