ორშაბათ, 25 იანვარი 2021

ევროკომისიის ონლაინ საინფორმციო შეხვედრა, 2021 წელს დაგეგმილ შესაძლებლობებზე




ორგანიზატორი:
ევროკომისია
თარიღი: 28 - 29 იანვარი, 2021

არ გამოტოვოთ შანსი მიიღოთ ინფორმაცია იმ სარგებელის და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ევროკომისიის მიერ, 2021 წელს არის დაგეგმილი. 

ღონისძიების პროგარა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოკლედ, ღონისძიების შესახებ:

2021 წლის ფარგლებში დაგეგმილი დაფინანსების შესაძლებლობებზე, დაინტერესებული მხარეების ინფორმირების მიზნით, ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის და მომხმარებლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების მმართველი სააგენტოს (Chafea) ორაგიზებით, ტოველწლიურად ტარდება საინფორმაცციო ონლაინ შეხვედრა.

მიმდინარე წელს, ინფო-სესია 2 დღე გაგრძელდება. პირველი დღე დაეთმობა პოლიტიკის ასპექტებს. ევროკომისიის მომხსენებლები ისაუბრებენ პოლიტიკის გეგმებზე, ე.წ. “ფერმერიდან მომხმარებლამდე” სტრატეგიაზე, პოლიტისის განხილვის მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე. ევროკომისიის წარმომადგენლები, ასევე წარადგენენ 2021 წლის სამუშაო გეგმით გათვალისიწინებულ პრიორიტეტებს.

მეორე დღე დაფინანსების შესაძლებლობების ახალ ასპექტებს და მიდგომებს დაეთმობა. ამის გარდა, სესიაზე მიწვეულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც პრაქტიკულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

ღონისძიების ფორმატი მონაწილეებს მისცემს საკომუნიკაციო პლატფორმას, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით.

ღონისძიებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 იანვარია, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს