სოფლის განვითარების ევროპული ქსელი /
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის ქსელი.
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის ქსელი ემსახურება ინფორმაციის გაცვლას სოფლის განვითარების პოლიტიკის, პროგრამების, პროექტების და სხვა ინიციატივებს შესახებ, მათ პრაქტიკასა და გაუმჯობესებას. სოფლის განვითარების ეროვნული ქსელები შექმნილია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში სოფლის განვითარების მიზნების მხარდაჭერის მიზნით.
ავსტრიის სოფლის განვითარების ქსელი
ავსტრიის სოფლის განვითარების ქსელის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების ამაღლება, კავშირებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა და პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო უნარების გაძლიერება.
ფლამანდრიის სოფლის განვითარების ქსელის მიზანს წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება სოფლის განვითარების პროგრამის შესახებ, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მიმართულებით ინოვაციების წახალისება.
ვალონსის სოფლის განვითარების ქსელი ახალისებს კარგი პრაქტიკის, იდეებისა და ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და ხელს უწყობს ყველას ვინც ცხოვრობ, მუშაობს ან აქვს ინტერესი ვალონსის სოფლის განვითარებაში.
ბულგარეთის სოფლის განვითარების ქსელის მიზანია სოფლის განვითარების პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და სოფლის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესის ზრდა. ქსელი მხარს უჭერს საჯარო დაწესებულებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგს.
ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელის მიზანია სოფლის განვითარებაში მონაწილე ყველა მხარეს შორის თანამშრომლობისა და ჩართულობის ხელშეწყობა, ფართო საზოგადოების ინფორმირება დაფინანსების შესაძლებლობებზე და სოფლის მეურნეობაში ინოვაციების წახალისება.
კვიპროსის სოფლის განვითარების ქსელის ძირითად მიზანს წარმოადგენს თანამონაწილეობის ზრდა, სოფლის განვითარების პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესება და პროგრამების შესაძლებლობებთან დაკავშირებით ცნობადობის ზრდა.
ჩეხეთის სოფლის განვითარების ქსელი მოიაზრებს სათანადო და ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტებს შთამაგონებელ მაგალითებთან ერთად, წარმატებული სოფლის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებად.
დანიის სოფლის განვითარების ქსელის motto არის “სიცოცხლე სოფლად”, ქსელის მიზანია ხალხის ჩართულობა სოფლის განვითარებაში, ინოვაციების წახალისება და ფონდების საუკეთესოდ გამოყენების ხელშეწყობა.
ნიდერლანდების სოფლის განვითარების ქსელის როლი სასოფლო დამაკავშირებელია, ის ხელს უწყობს ფართო საზოგადოების და პოტენციური ბენეფიციარების ინფორმირებას, დაინტერესებულ მხარეთა შორის კამათს, ცოდნის გაზიარებას და განვითარებას.
ესტონეთის სოფლის განვითარების ქსელი ღიაა ყველასთვის ინტერესით სოფლის განვითარებაში. ქსელის საქმიანობა ხელს უწყობს სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას.
ფინეთის სოფლის განვითარების ქსელის როლი მდგომარეობს ადამიანების და იდეების დაკავშირებაში, რეგიონული ხილვადობის ზრდასა და პროგრამების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაში.
საფრანგეთის სოფლის განვითარების ქსელი ღიაა ყველასთვის ვისაც სურს მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ქსელი მხარს უჭერს ნებისმიერი სახის თანამშრომლობას სოფლის უკეთესი მომავლისთვის.
გერმანიის სოფლის განვითარების ქსელი წარმოადგენს არაფორმალურ წევრობაზე დაფუძნებულ გაერთიანებას, რომელიც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს ეროვნული და ევროპული მასშტაბით.
საბერძნეთის სოფლის განვითარების ქსელი თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფლად მდგრადი მომავლის მხარდასაჭერად. ქსელი ქმნის დიალოგს ფერმერებსა და მკვლევარებს შორის, ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას დაინტერესებულ მხარეებს შორის.
უნგრეთის სოფლის განვითარების ქსელს აქვს ორი მთავარი მიზანი: სტრატეგიული სამოქმედო გეგმის განხორციელების და შესრულების მხარდაჭერა და სოციალური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სოფლად..
ირლანდიური სოფლის განვითარების ქსელის ამბიცია სოფლად მცხოვრებ ადამიანებზე სოფლის განვითარების ეროვნული გეგმის მაქსიმალური გავლენის ხელშეწყობა წარმოადგენს, ქსელი კომუნიკაციას ახდენს შესაძლებლობებისა და შედეგების შესახებ.
იტალიის სოფლის განვითარების ქსელი მხარს უჭერს სოფლის განვითარების პოლიტიკას და დაინტერესებულ მხარეთა შორის ცოდნისა და ექსპერტიზის გაზიარებას..
ლატვიის სოფლის განვითარების ქსელი მხარს უჭერს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მეწარმეობას როგორც წარმატებული სოფლის მთავარ ფაქტორს. ყოველწლიური სამუშაო გეგმის ეფექტური განხორციელებისთვის ქსელი მუშაობს 26 რეგიონულ წარმომადგენელთან.
ლიეტუვის სოფლის განვითარების ქსელის ძირითადი აქტივობებია ინფორმირება, კავშირების დამყარება და ინოვაციურობა. ქსელის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირის ბალტიური ბიოეკონომიკის სტრატეგიის განხორციელება.
ლუქსემბურგის სოფლის განვითარების ქსელის ოფისი მდებარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მოიცავს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ პარკებს, ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს, მეცნიერებს და კონსულტანტებს.
მალტის სოფლის განვითარების ქსელის მიზანია უზრუნველყოს პლატფორმა დაინტერესებულ მხარეთათვის სოფლის განვითარების ეფექტური განხორციელების ხელშესაწყობად..
პოლონეთის სოფლის განვითარების ქსელი განიხილავს ადგილობრივი პარტნიორების ინიციატივებს სოფლის განვითარების მხარდაჭერის საუკეთესო გზად. ქსელი ახდენს ისეთი ინიციატივების სტიმულირებას, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე.
პორტუგალიის სოფლის განვითარების ქსელის მიზანია ქვეყნის სასოფლო დასახლებების დანარჩენ ევროპასთან დაკავშირება. ქსელი თავის საქმიანობას წარმართავს შვიდ რეგიონულ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
რუმინეთის სოფლის განვითარების ქსელი აკავშირებს სოფელს სოფლის განვითარების პოლიტიკასთან, ევროკავშირის დაფინანსებასთან და ინიციატივებთან, ხელს უწყობს პოლიტიკის შესახებ ცოდნის ზრდას და მის განხორციელებას.
სლოვაკეთის სოფლის განვითარების ქსელი აკავშირებს სოფელს სოფლის განვითარების პოლიტიკასთან, ევროკავშირის დაფინანსებასთან და ინიციატივებთან, ხელს უწყობს პოლიტიკის შესახებ ცოდნის ზრდას და მის განხორციელებას.
სლოვენიის სოფლის განვითარების ქსელის მისიაა კომუნიკაციის ხელშეწყობა, კავშირების დამყარება ევრო-რეგულაციის ოთხი მთავარი მიზნის და დამატებით ცოდნის გადაცემის ირგვლივ.
ესპანეთის სოფლის განვითარების ქსელი ღიაა ყველა ორგანიზაციისთვის/ერთეულისთვის/ორგანოსთვის რომელიც სოფლის განვითარებაში საქმიანობს. ქსელი ხელმძღვანელობს გლობალური მიზნებით და კონკრეტული ამოცანებით.
შვედეთის სოფლის განვითარების ქსელი ასრულებს ურთიერთსწავლისა და თანამშრომლობის პლატფორმის ფუნქციას შვედეთის სოფლის მდგრადი განვითარებისთვის და ზღვისპირეთისთვის.