• გრძელვადიანი ხედვა ევროპის სოფლის განვითარებისთვის

    სოფლის განვითარების ევროპული ქსელის მიმოხილვა სასოფლო არეალების გრძელვადიანი ხედვის თაობაზე. პუბლიკაცია შეიცავს სტატიების და პერსპექტივების საინტერესო ნაზავს. ავტორების სტატიებში გამოთქმულმა თვალსაზრისებმა ფასეული წვლილი შეიტანა განხილვებში ევროპის სასოფლო არეალების მომავლის შესახებ. პუბლიკაციაში გამოთმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ის შეხედულებებს წარმოადგენს და არ უნდა განიხილებოდეს როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია.

    პუბლიკაცია ქართულ ენაზე ითარგმნა ლელა დუმბაძის მიერ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
     
    pdf ფაილი
  • ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა 2023-2027 წლებისთვის - 28 სტრატეგიული გეგმის მოკლე მიმოხილვა

    ეროვნული სტრატეგიული გეგმების განხილვის შედეგად, ევროკომისიამ წარმოადგინა იმ საქმიანობების მოკლე მიმოხილვა, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახორციელებენ, ევროკავშირის საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ფარგლებში, კონკრეტული ამოცანების შესრულების მიზნით.

    პუბლიკაცია ქართულ ენაზე ითარგმნა ნათია ნადირაძის მიერ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
    pdf ფაილი
  • სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერა

    საერთაშორისო გამოცდილება და სფეროს განვითარების ადგილობრივი პერსპექტივები
     
    დოკუმენტის მიზანია სამაგიდო კვლევის საფუძველზე, საქართველოში სოციალური მეწარმეობის მცირეხნიანი წარსულისა და სამართლებრივი აღიარების არარსებობის ფონზე, მიმოიხილოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და ის სამართლებრივი ლანდშაფტი, რომელშიც სოციალური საწარმოები მუშაობენ. 

    კვლევა განხორციელდა ევროკავშირისა და ''პური მსოფლიოსთვის'' მხარდაჭერით, პროექტის 'სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის' ფარგლებში.
     
    pdf ფაილი
  • საქართველოს მზაობის შეფასება ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ

    წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს კვლევას, რომელიც აფასებს რამდენად შეესაბამება საქართველოში არსებული პოლიტიკის ჩარჩო ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პოლიტიკას და რა არის ის ძირითადი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. დოკუმენტი მოიცავს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების საკვანძო მიმართულებების შესაბამის ქართული პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზსა და არსებულ ნაკლოვანებებს. ნაკლოვანებების ანალიზს ავსებს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. კვლევაში ასევე წარმოდგენილია ინდიკატორები მწვანე შეთანხმების ცალკეული მიმართულებების მიხედვით, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს პროგრესის შეფასებაში დაეხმარება.
     

    პუბლიკაცია მომზადებულია ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

    pdf ფაილი
  • LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები (LDS) შემუშავებისა და განხორციელების სახელმძღვანელო

    დოკუმენტში განხილულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ეტაპები და ძირითადი შემადგენელი ნაწილები, მათ შორის მიზნები და ამოცანები, საზოგადოების ჩართულობის პროცესი, სამოქმედო გეგმა, მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.
     
    წარმოდგენილი დოკუმენტი ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) ინიციატივით, ორგანიზაცია ფიფლ ინ ნიდ-ის მხარდაჭერით. დოკუმენტის ორიგინალი ვერსია შედგენილია სოფლის განვითარების ევროპული ქსელის (ENRD) მიერ.
    pdf ფაილი
  • ჭკვიანი სოფლის შესაძლებლობები საქართველოსთვის

    წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს ჭკვიანი სოფლის კონცეფციას, მის სტრატეგიას და შესაძლო პრიორიტეტებს. პუბლიკაციაში განხილულია ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების შესაძლებლობები, რაც ცხოვრების მაღალი სტანდარტის, მოქალაქეებისთვის მიწოდებული საჯარო სერვისების, რესურსების უკეთ გამოყენების, გარემოზე ნაკლები ზეგავლენის და სასოფლო ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში პროდუქტებისა და გაუმჯობესებული პროცესების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
     
    ნაშრომი მოიცავს ევროკავშირის ქვეყნების ინსპირაციულ გამოცდილებას და საქართველოში განხორციელებულ ინიციატივებს.
     
    პუბლიკაცია მომზადებულია ექსპერტის, გიორგი ციმაკურიძის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
    pdf ფაილი
  • სოფლის ზრდის პოლუსები საქართველოში

    ანგარიშში განხილულია სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული ზრდის პოლუსები, განვითარების  შესაბამისი პოლიტიკა და საჭიროებები. დასკვნები ეფუძნება სამიზნე მუნიციპალიტეტებში კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს და პირველად და მეორად მონაცემებს.

    პუბლიკაცია მომზადებულია ექსპერტის, ნიკ მადდოკის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
    pdf ფაილი