გააზიარე შენი სოფლის ისტორია
მიზანი:
- სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხილვადობის გაზრდა.
- სოფლად ახალი და ინოვაციური გადაწყვეტის გზების დემონსტრირება.
- სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მოტივირება.
- საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენა და ჩვენება.
- პროექტების გეოგრაფიული მდებარეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
- ისეთი პროექტების იდენტიფიცირება, რომლებსაც ინოვაციური მიდგომებით შეუძლიათ შთააგონონ მომავალში, სხვა, სოფლად მცხოვრები საზოგადოების წევრები და ხელი შეუწყონ სოფლის განვითარების პოლიტიკის გრძელვადიანი ხედვის მიღწევას.
- დაინტერესებულ მხარეთა შორის ცოდნის ურთიერთგაცვლისა და კავშირების წახალისება.
- სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის მისიის მხარდაჭერა.
წარმატების ისტორიების კატეგორიები:
- მწვანე მომავლის სოფელი: პროექტები და ინიციატივები, რომლებიც კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციას, ზემოქმედების შერბილებისა და მდგრადი მიდგომების დემონსტრირებას ახდენენ და ხელს უწყობენ მწვანე განახლებას სოფლად.
- ციფრული მომავლის სოფელი: პროექტები, რომლებიც, ფერმერულ საქმიანობასა და სოფლად ციფრული ტექნოლოგიების, ციფრული სერვისების და ფართოზოლავანი ინფრასტრუქტურის მდგრადი გამოყენებით მიღებული სარგებლის დემონსტრირებას ახდენენ ან ხელს უწყობენ ამ მიმართულებით ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
- მყარი მომავლის სოფელი: პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ან ეროვნული გამოწვევებიდან, აგრეთვე, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხელს უწყობენ აღდგენას და/ან გრძელვადიან ეკონომიკურ გამძლეობას, განამტკიცებენ სოფელს და ბიზნესს.
- სოციალურად ინკლუზიური და ინოვაციური მომავლის სოფელი: პროექტები, რომლებიც სოციალური ინოვაციების გზით ხელს უწყობენ გენდერულად დაბალანსებული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას და მეწარმეობას სოფლად.
პროექტები/ინიციატივები:
- პროექტი/ინიციატივა უნდა იყოს დასრულებული, გამონაკლის შემთხვევებში, დემონსტრირებას ახდენდეს მიმდინარე პროექტის გავლენას ან წარმატების გადაცემის პოტენციალს.
- წარმატების ისტორიის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის / პოლიტიკის წარმმართველი უწყების მეშვეობით.
წარმოადგინეთ წარმატების ისტორია და დასვით კითხვა მისამართზე: stories@grdn.ge
ჩამოტვირთეთ "ჩემი სოფლის ისტორიის" გაზიარების სახელმძღვანელო/ფორმა.