სამშაბათი, 04 იანვარი 2022

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის შესახებ
 
სოფლის განვითარების სააგენტო, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს შეისყიდიან არანაკლებ 0.24 ლარად, გასცემს სუბსიდიას 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე - 0.10 ლარის ოდენობით.