ორშაბათ, 08 თებერვალი 2021

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

თუ ხართ დაინტერესებული ჩაის წარმოებით, სახელმწიფო გთავაზობთ თანადაფინანსებას გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის.
 
პროგრამის მიზნები
 

  • საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის გამოყენება. ადგილობრივი და ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა.
  • ჩაის ექსპორტის გაზრდა.
  • კერძო და სახელმწიფო, გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმა  და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
 
პროგრამის ზოგადი პირობები
 
კერძო და სახელმწიფო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის თანადაფინანსება.
პროგრამის მონაწილეებს (არა კოოპერატივებს) დაუფინანსდებათ რეაბილიტაციის ხარჯების 70%, მაქსიმიმუმ 2500 ლარის ფარგლებში 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით;
პროგრამის მონაწილეების ჩაის პლანტაციების ფართობი ან/და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სარეაბილიტაციო ნაკვეთი უნდა იყოს მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 300 ჰექტარის ზომის.
 
რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოები
  • ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
  • პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
  • სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
  • რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
  • პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა.