ორშაბათ, 10 ოქტომბერი 2022

დანერგე მომავალი

თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გსურთ სოფლად საქმიანობის წამოწყება/განვითარება, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში:
 

 
პროგრამის მიზნები:
  1. სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურად გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქცია და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგება და გაუმჯობესდება სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.
  2. ადგილობრივი, ფიტოსანიტარულად სუფთა, სარგავი მასალების/ნერგების წარმოების ზრდა, რის შედაგადაც შესაძლებელი გახდება იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების, ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის შეთავაზება. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

 
“დანერგე მომავალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებული პროგრამაა. პროგრამას ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო.