სამშაბათი, 27 ივნისი 2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მიზანი და ამოცანა

  • პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და  ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
  • პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში. (მაღალმთიანი  დასახლებები განისაზღრება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით  “მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“.