ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

პროგრამის შესახებ
 
პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის მეშვეობით pilotregions@rda.gov.ge. თუ გსურთ ახალი საწარმოების შექმნა, ასევე არსებული საწარმოების გაფართოება ან/და გადაიარაღება, შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსების პროგრამით. 

პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
 
პროგრამის მიზანი 
 
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.
 
პროგრამის ამოცანა
 
ა) ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიზნობრივ რეგიონებში პროექტების დაფინანსების გზით;
ბ) მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.