ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge  ან სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსში და რეგიონულ სამსახურების და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
 
პროგრამის მიზანი და ამოცანა
 

  • “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და “დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგრო-ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.
  • პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 
პროგრამის განმახორციელებელია - სოფლის განვითარების სააგენტო. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.