ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზანი და ამოცანა:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50,000,000 ლარს.
ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით განაცხადების მიღება შეჩერებულია.
მეორადი კომბაინის შეძენის შემთხვევაში განაცხადების მიღება დასრულდა.
განაცხადების მიღება მეორადი ტექნიკის შპს “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან“ და შპს “აგროსერვისცენტრი“-სგან შეძენის შემთხვევაში გრძელდება.
პროგრამის გეოგრაფიული არეალი:
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში.
პროგრამის განმახორციელებელი:
პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. პროგრამა ინიცირებულია და მის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.