ოთხშაბათი, 19 იანვარი 2022

შეღავათიანი აგროკრედიტი

თუ გსურთ სოფლად საქმიანობის დაწყება/განვითარება და ამისთვის გესაჭიროებათ დამატებითი ფულადი სახსრები, სახელმწიფო სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით. 
 
შეღავათიან აგროკრედიტს  გასცემენ პროგრამაში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები. სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში. 
 
პროგრამის ფარგლებში  სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი, შენახვა-რეალიზაციის და სხვა მიზნობრიობის საწარმოები მიიღებენ აგროკრედიტ/აგროლიზინგს, როგორც ძირითადი ისე საბრუნავი საშუალებებისთვის.
 
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
 

 
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მას, 2013 წლის 27 მარტიდან, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.