პროგრამის შესახებ
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო და სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
თხილის ბაღების კადასტრის წარმოების წესი
თხილის ბაღების კადასტრის წარმოებას უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტო.
თხილის ბაღების კადასტრში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი ან/და ბენეფიციარი.
თხილის კადასტრში რეგისტრაციისათვის, 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით უნდა მიმართოთ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურს ან საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს. ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური და 45 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ
იხილოთ ბმულზე.