სამშაბათი, 01 თებერვალი 2022

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

თუ ხართ ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში და გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:
 

  • საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები;
  • პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭება;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების* შემთხვევაში დამატებით გთავაზობთ კოოპერატივების მართვის სრულ  საკონსულტაციო მომსახურეობას. 
 
*შენიშვნა: მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააგენტოს რომელიმე პროგრამაში.
დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია; 
  • პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობა.