ორშაბათ, 17 ოქტომბერი 2022

მიღება მწვანე ეკონომიკის ელექტრონულ კურსზე განახლდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ევროკავშირის პროექტის – EU4 Environment-ის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსზე მიღება განაახლა: https://unccelearn.org/course/view.php?id=123.

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებული მწვანე ეკონომიკის კურსი მოიცავს 5 ქართულენოვან მოდულს ინტერაქტიული გაკვეთილებით, ვიდეორგოლებით, დავალებებითა და კითხვარებით, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.
 
მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
 
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
 
  • აღწერონ ბიზნესის კეთების ტრადიციული პრაქტიკის ნაცვლად ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის განხორცილების საფუძველი და ძირითადი კონცეფციები;
  • განსაზღვრონ ეროვნული ეკონომიკის გამწვანების ხელშემწყობი პირობები, ხაზი გაუსვან მთავარი სექტორების ძირითად შესაძლებლობებსა და გამოწვევებს;
  • მოიყვანონ ეროვნული სტრატეგიებისა და დაგეგმარების მაგალითები ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის განსავითარებლად;
  • განასხვავონ საერთაშორისო სტრუქტურები და ინიციატივები ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის მხარდასაჭერად.