პარლამენტმა მესამე მოსმენით, 'სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ' კანონპროექტი მიიღო.
საკითხი სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა წარადგინა.
კანონპროექტით წესრიგდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკასა და დაფინანსებასთან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირების პრინციპებთან და ინსტიტუციური მოწყობასთან, მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტი განსაზღვრავს: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ზოგად პრინციპებს, სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებით ზოგად მოთხოვნებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მართვაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციებს, აღნიშნულ სფეროში ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით ზოგად მოთხოვნებს, ფერმერული მეურნეობების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების მიღებისა და გატარების ზოგად მოთხოვნებს.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის (EU) საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან დაახლოების მიმართულებით.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6192001?publication=0