სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2024
სამინისტროს ორგანიზებით, სამოქალაქო კომიტეტის მორიგ შეხვედრაზე, სამოქალაქო სექტორს საქართველოს კანონი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ გააცნეს.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამოქალაქო კომიტეტის მორიგ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს კანონი ‘სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ’ გააცნეს.
კანონი, რომლის მიზანიც სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობაა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკს განსაზღვრისთვის ზოგად პრინციპებს და მოთხოვნებს ადგენს და პოლიტიკის მართვაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციას განსაზღვრავს. კანონის შემუშავება ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა და ის მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მოთხოვნებს. კანონის შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკური დახმარების და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კანონის მიღებას და სფეროს ერთიან ჩარჩოში მოქცევას მიესალმებიან.
სამოქალაქო კომტიეტის წევრებთან შეხვედრას ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.