კურსის მიზანია სოფლის განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით საქართველოში გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა. ასევე განვიხილავთ სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას, ევროკავშირის მიდგომებს, სოფლის განვითარებაში დაგროვებულ გამოცდილებას და ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
კურსი განკუთვნილია:
- საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურთ მიღწეული შედეგების გაუმჯობესება;
- სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების სურვილი;
- დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებსაც არა აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ ამ მიმართულებით საქმიანობას;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და დაინტერესებული მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სურთ სოფლის განვითარების საფუძვლების ცოდნა.
სასწავლო კურსში ყურადღება გამახვილებულია მომავლის სოფლის ოთხ მთავარ ასპექტზე, კერძოდ:
- სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე
- ციფრული ტექნოლოგიებითა და უნარებით აღჭურვილი “ჭკვიანი სოფლის“ კონცეფციაზე
- მდგრადი განვითარებისა და სოფლად “მწვანე“ გარდაქმნის ხელშეწყობის განახლებულ ხედვასა და
- უფრო სამართლიანი, ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური მომავლის სოფლის ფორმირებაზე.
“მომავლის სოფლის ხედვის“ სასწავლო კურსი შემუშავებულია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის ქსელის (CAP Network) პუბლიკაციებზე და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ანალიტიკურ მასალებზე დაყრდნობით. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა სფეროსა და ქვეყნის ექსპერტთა საინტერესო ხედვებს, რომლებმაც ღირებული წვლილი შეიტანეს მის შედგენაში.
სასწავლო კურსი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კომპანია Nextep-სა და Skap Studio-სთან თანამშრომლობით. სასწავლო კურსის ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
დაწყება