კვირა, 28 აგვისტო 2022

თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდზე  წარმოდგენილი იყო  ქართული თაფლის მწარმოებელი 8 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ქართული თაფლი, მათ შორის ჯარას თაფლი.

ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში  დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო  სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

 APIMONDIA 2022 24 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.